OMNIBUS
იდეიდან წარმატებამდე
ჩვენი საქმიანობა სატრანსპორტო სფეროში დაიწყო 2008 წელს, ერთი ავტობუსით, მცირე გამოცდილებით და ერთადერთი მიზნით, გაგვეწია ჩვენივე ტურისტებისთვის მაღალი ხარისხის სატრანსპორტო მომსახურება. წლიდან წლამდე დაგვიგროვდა გამოცდილება, გაიზარდა პარკი და გაჩნდა სხვა კომპანიების მიერ ჩვენი მომსახურების მიმართ ინტერესი. ჩვენი გუნდის საქმისადმი დამოკიდებულებამ შედეგი მალე გამოიღო და გაჩნდნენ ჩვენი მომსახურების ხარისხით კმაყოფილი კლიენტები. მართალია, თავიდან ამ კომპანიების ჩამონათვალი მწირი იყო, თუმცა მათმა ერთგულებამ კიდევ უფრო გაგვათამამა და გადაგვაწყვეტინა შეგვექმნა ბრენდი სახელად, OMNIBUS. ასე გადავედით განვითარების ახალ ეტაპზე, სულ სხვა გამოწვევების წინაშე აღმოვჩნდით და ახალი მიზნები დავისახეთ. დღეს ლიდერი სატრანსპორტო კომპანია ვართ და, თუ 2008 ში ჩვენი სატრანსპორტო მომსახურეობის წილი 100 % ჩვენივე კომპანიის ტურისტებზე მოდიოდა, დღეს 90 % პარტნიორ ტურისტულ კომპანიებს ვემსახურებით. ჩვენი მომსახურებით სარგებლობენ არამხოლოდ წამყვანი შემომყვანი ტურისტული კომპანიები, არამედ სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციები, მაღალი რანგის დელეგაციები, ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიები. 2018 წელს,ათი წლის თავზე, მოვიპოვეთ მგზავრთა გადაყვანის ლიცენზია ქუთაისი აეროპორტის მიმართულებით, ახალი გამოწვევა და ახალი შესაძლებლობა, დავამტკიცოთ, რომ ჩვენ შეგვიძლია მომხმარებლებს უმაღლესი ხარისხის მომსახურება გავუწიოთ, რომელიც ორ ძირითად პრინციპს ემყარება: უსაფრთხოებას და კომფორტს.
"თუ ხედავ, რომ მიზნის მიღწევა შეუძლებელია, არ შეცვალოთ მიზანი, შეცვალეთ მოქმედება" - კონფუცი
გვყავს დიდი და მოდერნიზებული ავტოპარკი. გეგმიურად მიმდინარეობს პარკის მოდერნიზება და ზრდა.
სისტემატურად ხდება სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური შემოწმება და გამართვა
კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით მძღოლებს რეგულარულად უტარდებათ ინსტრუქტაჟი.
ტრასნპორტის დაზიანების შემთხვევაში, მობილური სერვის ჯგუფი მუდმივ მზადყოფნაშია რეაგირებისთვის
ჩვენთვის პრიორიტეტია მგზავრთა უსაფრთხოება. ჩვენი მგზავრები დაზღვეულები არიან .
ჩვენი გუნდის მუშაობა გვაძლევს საშუალებას მივაწოდოთ მომხმარებელს მაღალი სტანდარტის მომსახურება
შევიძინეთ პირველი ავტობუსი და გადავიყვანეთ პირველი მგზავრი
ჩვენს სერვისზე გაზრდილმა მოთხოვნამ გადაგვაწყვეტინა შეგვექმნა ბრენდი, სახელად - "ომნიბუსი"
საკუთარი სერვის ცენტრის შექმნის გადაწყვეტილება მივიღეთ , რაც დღეს გამართულ ფუნქციონირებაში გვეხმარება
მოვიპოვეთ მგზავრთა გადაყვანის ლიცენზია ქუთაისის აეროპორტში
OMNIBUS